როგორ შევიძინოთ პროდუქტი ნანოსამყაროს ვებგვერდიდან?
გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ შევიძინოთ პროდუქტი ნანოსამყაროს ვებგვერდიდან. მას შემდეგ, რაც გადავალთ ნანოსამყაროს ოფიციალურ ვებგვერდზე, გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში მივიტანოთ ისარი ბანერთან „ჩემი ანგარიში“ დავაწკაპუნოთ მასზე და დავიწყოთ რეგისტრაციის პროცესი. გადავალთ ახალ გვერდზე, სადაც გამოვა შეტყობინება შეკითხვით „არ ხართ დარეგისტრირებული?“ დავაწკაპუნოთ ცისფერ ღილაკზე „რეგისტრაცია“ და გადავიდეთ გვერდზე, სადაც ვიწყებთ რეგისტრაციის პროცესს. აღნიშნულ გვერდზე ყველა ველის შევსება სავალდებულოა. საჭიროა ყველა ველი შეივსოს უშეცდომოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა არ გაგიშვებთ შეძენის ეტაპზე. პირველ ველში იწერება თქვენი პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით. მაგალითად: 010150 და ასე შემდეგ. მეორე ველში იწერება თქვენი სახელი ასევე პირადობის მოწმობის მიხედვით. მაგალითად: „ნუგზარ“. მესამე ველში იწერება თქვენი გვარი, მაგალითად „გავაშელი“. მომდევნო ველში იწერება თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, მაგალითად: nugzar@caucasus.net ხოლო ქვემოთ მომდევნო ველში იწერება თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი, მაგალითად: 590000000. ტელეფონის ნომრის მითითება აუცილებელია, რათა შეძენილი ნივთის მოწოდების პროცესში კურიერმა შესძლოს თქვენთან დაკავშირება. მისამართის ველში იწერება თქვენთვის სასურველი მიწოდების მისამართი, სადაც გსურთ, რომ შეძენილი გზავნილი მოგაწოდონ. ეს შეიძლება იყოს სახლის, სამსახურის, სასწავლებლის ან ნებისმიერი სხვა მისამართი, სადაც გსურთ გზავნილის მიღება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ თავდაპირველად მითითებული გქონდათ მაგალითად სახლის მისამართი და გზავნილი მიიღეთ სახლში, ხოლო ახალი შეკვეთის განხორციელებისას გსურთ, რომ გზავნილი მოგაწოდონ სხვა მისამართზე, მაგალითად სამსახურში, აუცილებელია შეცვალოთ მიწოდების მისამართი და დაიმახსოვროთ სისტემაში ღილაკზე დაწკაპუნებით „შენახვა“. წინააღმდეგ შემთხვევაში კურიერი გზავნილს მიიტანს იმ მისამართზე, რომელიც თავდაპირველად გქონდათ მითითებული სისტემაში. ანუ თქვენს სარეგისტრაციო გრაფაში ყოველი ახალი შეძენის განხორციელებისას გეძლევათ შესაძლებლობა ძველი მისამართი შეცვალოთ თქვენთვის სასურველი ახალი მიწოდების მისამართით, ან დატოვოთ უცვლელი. მომდევნო გრაფაში იწერება პაროლი, რომლითაც რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეხვალთ სისტემაში, ხოლო ქვემოთა გრაფაში ხდება პაროლის გამეორება დადასტურების მიზნით. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ რვა სიმბოლოსაგან, მათ შორის უნდა იყოს როგორც ციფრები ისე ასოები. მარტივი პაროლის ან რვაზე ნაკლები სიმბოლოს მქონე პაროლის შემთხვევაში დამახსოვრების ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ სისტემა გამოიტანს შეტყობინებას წითლად, რომ პაროლი არის მარტივი ან სიმბოლოები არ არის საკმარისი და დაგაბრუნებთ უკან აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად. სულ ბოლოს კი ეკრანზე გამოსულ უსაფრთხოების კოდს ჩაწერთ შესაბამის ველში იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც იქნება გამოსახული ეკრანზე. ამის შემდეგ დააწკაპუნებთ ღილაკზე „შენახვა“. თუ ყველაფერს უშეცდომოდ განახორციელებთ, სისტემა დაიმახსოვრებს თქვენს სარეგისტრაციო მონაცემებს და მწვანე ველში გამოიტანს შეტყობინებას „გმადლობთ რომ დარეგისტრირდით“. რეგისტრაციის შემდეგ ბანერზე იქ სადაც რეგისტრაციამდე იყო წარწერა „ჩემი ანგარიში“ გაჩნდა წარწერა „ნუგზარ გავაშელი“, რაც იმის მაუწყებელია, რომ სისტემაში საკუთარი ანგარიშით შესულია ნუგზარ გავაშელი. თქვენს შემთხვევაში დაიწერება თქვენი სახელი და გვარი. ახლა გადავიდეთ მთავარ გვერდზე და დავიწყოთ შეძენის განხორციელება. შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი, მაგ. ნანო კბილის ჯაგრისი. მივიტანოთ ისარი შერჩეულ ნივთთან, დავინახავთ, რომ ნივთის დასახელება შეიცვლის ფერს და შავის ნაცვლად გახდება ცისფერი. დავაწკაპუნოთ მასზე და გადავალთ გვერდზე, სადაც წარმოდგენილია ნივთის დეტალური აღწერა, ტექსტის ბოლოს კი გვაქვს ღილაკი „კალათაში მოთავსება“. შეგვიძლია ერთიანის ნაცვლად რაოდენობის ველში მიუთითოთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობა და დავაწკაპუნოთ ღილაკზე კალათაში მოთავსება. ჩვენთვის სასურველი ნივთი იმ რაოდენობით რა რაოდენობაც გვსურდა კალთაშია მოთავსებული. ახალი ნივთის დასამატებლად დავბრუნდეთ მთავარ გვერდზე, შევარჩიოთ ახალი ნივთი, მაგ. ნანოვერცხლის მათეთრებელი კბილის პასტა და ანალოგიურად ისიც მოვათავსოთ კალათაში. ახლა დავამატოთ კალათაში კიდევ ერთი ნივთი, მაგ. ნანოვერცხლის სილამაზის საპონი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ყველა სასურველი ნივთი მოვათავსეთ კალათაში, ისარი მივიტანოთ ბანერზე „კალათა“ დავაწკაპუნოთ მასზე და გავხსნათ კალათა. კალათაში ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიერ შერჩეულ ნივთებს შესაბამისი ოდენობითა და ფასებით. თუ გვსურს რაოდენობის შეცვლა ან რომელიმე ნივთის მოკლება, ეს პროცედურა შეგვიძლია კალათაშიც განვახორციელოთ. მაგ. დავაწკაპუნოთ ტექსტზე „სხვა რაოდენობა“, შევცვალოთ რაოდენობა და დავაწკაპუნოთ ღილაკზე „შენახვა“. თუ გვსურს რომელიმე ნივთის მოკლება, მაგ. აღარ გვსურს საპონი, მივიტანოთ ისარი წარწერაზე „წაშლა“ და წავშალოთ კალათიდან. კალათაში, შერჩეული პროდუქტის გვერდით, მარჯვენა მხარეს ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ მიწოდების სერვისს, მაგ. „მესამე დღის მიწოდება უფასო“. ამის შემდეგ დავაწკაპუნებთ ღილაკზე „შეძენა“. გადავალთ ახალ გვერდზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი შეძენის და მიწოდების პირობები. ტექსტის ბოლოს საჭიროა მოვნიშნოთ პატარა კვადრატი წარწერით: „წავიკითხე და ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს“. კვადრატის მონიშვნის შემდეგ დავაწკაპუნოთ ღილაკზე გაგრძელება. გადავალთ გვერდზე, სადაც მოცემულია ჩვენი სარეგისტრაციო მონაცემები. აქ შეგვიძლია სურვილის შემთხვევაში შევცვალოთ მიწოდების მისამართი, ტელეფონის ნომერ, ელფოსტა ან დავტოვოთ უცვლელად და დავაწკაპუნოთ ღილაკზე „გადახდა“. დაველოდოთ, გამოვა ახალი გვერდი, სადაც უნდა შევიყვანოთ ჩვენი საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და კვლავ დავაწკაპუნოთ ღილაკზე გადახდა. თუ ყველაფერს უშეცდომოდ შევასრულებთ, გამოვა შეტყობინება: „გადახდა განხორციელდა“ ამით შეძენის პროცესი დასრულებულია. მოდით ახლა მივიტანოთ ისარი ბანერთან „ნუგზარ გავაშელი“ (თქვენს შემთხვევაში ეს იქნება თქვენი სახელი და გვარი) და დავაწკაპუნოთ მასზედ. გამოვა გვერდი სადაც მიმდევრობით არის ხატულები: „ჩემი შეკვეთები“; „ჩემი პროფილი“; „პაროლის შეცვლა“; „გასვლა“. თუ დააწკაპუნებთ ხატულაზე „ჩემი შეკვეთები“, გაიხსნება თქვენი შეკვეთების გვერდი სადაც ჩანს თუ რა სახის შეკვეთა განახორციელეთ და როდის. ჩამონათვალში იქნება: გადახდილი, გადაუხდელი და გაუქმებული შეკვეთები. გადახდილი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ნივთი შეიძინეთ, ანუ შეკვეთა განახორციელეთ. გადაუხდელი ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეკვეთა გააკეთეთ და თანხა არ გაქვთ გადახდილი ანუ გარკვეული დროის განმავლობაში გადახდის მოლოდინის რეჟიმშია და გადაუხდელობის შემთხვევაში გაუქმდება. ხოლო გაუქმებული ნიშნავს იმას, რომ თქვენ გააკეთეთ შეკვეთა, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო გარკვეული დროის შემდეგ გაუქმდა. თუ დააწკაპუნებთ ხატულაზე „ჩემი პროფილი“, გამოვა გვერდი, სადაც მოცემულია თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები. თუ თქვენ რაღაც მიზეზის გამო შეცვალეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი ან მიწოდების მისამართი, შეგიძლიათ აღნიშნული ცვლილებები შეიტანოთ თქვენს პროფილში და დაიმახსოვროთ შეცვლილი მონაცემებით. თუ დააწკაპუნებთ ხატულაზე „პაროლის შეცვლა“, გამოვა გვერდი საიდანაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი. თუ დააწკაპუნებთ ხატულაზე „გასვლა“ გამოხვალთ სისტემიდან, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამ ეტაპზე დაამთავრეთ მუშაობა. მუშაობის განსაახლებლად ხელახლა უნდა შეხვიდეთ სისტემაში. ამისათვის მიიტანეთ ისარი ბანერთან „ჩემი ანგარიში“ დააწკაპუნეთ მასზე და გადახვალთ სისტემაში შესვლის გვერდზე. ჩაწერეთ შესაბამის ველებში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართ და პაროლი და დააწკაპუნეთ ღილაკზე „შესვლა“. ამ მოქმედებით თქვენ შეხვალთ სისტემაში და შეძლებთ ახალი შეძენის დაწყებას.