მზა პროდუქტის შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ უშუალოდ ვებ გვერდიდან, ან მოგვწერეთ რის შეძენაც გსურთ, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 598 554 600 და დაგეხმარებით. გაგიწევთ კონსულტაციას, როგორც საგამომგონებლო სიახლის გამოყენების თვალსაზრისით ასევე გირჩევთ თქვენი ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით, რომელი პროდუქტი ან ნაკრები შეარჩიოთ, რომ მაქსიმალურად თქვენთვის სასურველი ბიზნეს ეფექტი მიიღოთ. ხოლო ინდივიდუალური სახდელ-სარექტიფიკაციო აპარატების დაპროექტების მსურველმა,როგორც იურიდიულმა ისე ფიზიკურმა პირებმა უნდა გააფორმოთ შეკვეთა თქვენთვის სასურველი ტექნიკური პირობის და კონფიგურაციის აპარატებისათვის, (იგულისხმება ქვაბის მოცულობა, ფორმა, სარექტიფიკაციო სვეტის ტიპი და კომპლექტაცია და ა. შ.). შეკვეთის მოცულობიდან გამომდინარე, დამზადება განხორციელდება შეკვეთის გაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში.

გადახდის და შენაძენის მიღების პირობები:

1) მზა პროდუქტის შეძენისას, თანხის ჩვენს ანგარიშზე ჩარიცხვითანავე შეძლებთ შენაძენის გატანას.

2) ინდივიდუალური შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში მომხმარებელი იხდის შეკვეთის ღირებულების 30%-ს წინასწარ, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა მოხდება შენაძენის გატანის წინ.

საიტსე განთავსებული ნაკეთობების შეძენისთვის:

* იურიდიულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე info@nanoworld.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 598 554 600

* ფიზიკურს პირებსაც ასევე შეუძლიათ მოგვწერონ ელექტრონულ ფოსტაზე info@nanoworld.ge ან დაგვიკავშირდენ ტელეფონზე 598 554 600 და შეძენა განახორციელონ უშუალოდ ჩვენთან კონტაქტით. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე და განახორციელოთ შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიიდან. ინტერნეტით შეძენის სურვილის შემთხვევაში, გადადით ბმულზე “ჩემი ანგარიში“ და შეავსეთ მითითებული ყველა ველი.

* გამყიდველი (კომპანია) არ არის პასუხისმგებელი რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.

* გამყიდველი (კომპანია) არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებაზე. თუ მომხმარებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ანგარიშს იყენებენ მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ საიტის ადმინისტრაციას.

* შეძენის განხორციელებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია/შეავსოს რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა ველი ზუსტად.

* შეძენის განხორციელებისას თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დაელოდეთ მომხმარებლის გვერდზე შეძენის სტატუსის განახლებას, რომელიც მიგანიშნებთ თუ რა ეტაპზეა შეძენა.

* შენაძენის ჩაბარება ხორციელდება თქვენს მიერ შერჩეული მიწოდების სერვისის შესაბამისად, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი კომპანია - “დიეჩელი“. გზავნილი - ბარდება მისამართზე მყოფ სრულწლოვან პირს და დასტურდება მისი ხელმოწერით. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სოფლებში გზავნილების მიწოდება არ ხორციელდება და მომხმარებელმა შეძენილი საქონელი უნდა გაიტანოს შესაბამისი რაიონის “დიეჩელის“ მომსახურების ცენტრიდან.

* მომხმარებელი ადასტურებს საქონლის მიღებას საბუთზე ხელის მოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქონელი გადაეცა სრულად და ფიზიკური დაზიანებების გარეშე.

* შეძენის განხორციელებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ზემოთ მოყვანილ წესებს.

* გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები შეძენის მოყვანილ წესებში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს შეძენის განხორციელებამდე.

* იმ შემთხვევაში თუ ნივთის შემძენის/მომხმარებელის მიერ მითითებულ მიწოდების მისამართზე, შენაძენის მიღების დროს არავინ არ იმყოფებოდა, კურიერი მომხმარებელს უკავშირდება ტელეფონით და გამოსაჩენ ადგილას (კარზე ან კედელზე) ტოვებს შეტყობინებას (აკრავს საინფორმაციო სტიკერს), იმის თაობაზე რომ მან მიიტანა გზავნილი და არავინ დახვდა აღნიშნულ მისამართზე. ასევე თუ მომხმარებელი არ მიაკითხავს შენაძენს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში მიმწოდებელი საკურიერო კომპანიის საწყობში (დიეჩელის შესაბამისი სერვისცენტრი) და არ გაიტანს შენაძენს, თანხა უკან არ ბრუნდება.

* შეძენილი საქონლის მიღების დროს მომხმარებელი ხელს აწერს სპეციალურ ფორმას (კურიერის თანხლებით) რომლის საფუძველზეც ხელმოწერით ადასტურებს, რომ მიიღო შეძენილი საქონელი.

* პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში თუ დაფიქსირდა შეცდომა და 2 საათის განმავლობაში გადახდა არ განხორციელდა, შეკვეთა უქმდება.

© 2018 შპს ნანოსამყარო