აპარატის მახასიათებლები: მასალა უჟანგავი ფოლადი; სვეტების დიამეტრი 4 ინჩი (100,6მმ); ქვაბის მოცულობა 300 ლიტრი, ეფექტური მოცულობა 250 ლიტრი, კედლის სისქე 1,5მმ, ძირის სისქე 3მმ.
აპარატს გააჩნია ოთხი ინსტალაციის და მუშაობის ოთხი რეჟიმი.
პირველი ინსტალაცია (მაღალი გაწმენდის რეჟიმი): სვეტების ინსტალაცია ხდება ერთმანეთზე ვერტიკალური გადაბმით. მიიღება 96% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 9-11კვტ, ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 10 კილოვატი. წარმადობა 6-8 ლიტრი პროდუქტი საათში.
მეორე ინსტალაცია: ეს არის სვეტების პარალელური ინსტალაციის რეჟიმი, ამ დროს ორივე სვეტი ერთად პარალელურად მუშაობს. მიიღება 93% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 19-22კვტ. ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 20 კილოვატი. წარმადობა 12-20 ლიტრი პროდუქტი საათში.
მესამე ინსტალაცია: ამ დროს ირთვება ორივე სვეტი ერთად ერთმანეთის მიმდევრობით, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სპეციალური მილით. აპარატი მუშაობს ორმაგი დეფლეგმაციის პირობებში და სვეტების ერთმანეთის მიმართ პარალელური განლაგებით. მიიღება 94% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 9-11კვტ. ოპტიმალური სიმძლავრე 10 კილოვატი. წარმადობა 8-10 ლიტრი პროდუქტი საათში.
მეოთხე ინსტალაცია: ამ დროს ირთვება მხოლოდ ერთი სვეტი. მიიღება 93% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 9-11კვტ. ოპტიმალური სიმძლავრე 10 კილოვატი. წარმადობა 6 -10 ლიტრი პროდუქტი საათში.
აპარატის დაშლა საკმაოდ მარტივია და ერთი ინსტალაციიდან მეორეზე გადართვა 10-15 წუთშია შესაძლებელი. მარტივია მოსავლელად. გასარეცხად შესაძლებელია როგორც აპარატის ისე სვეტების და თავად გრიგალური ფირფიტების დაშლა. აწყობა ხდება იგივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც ხდება დაშლა.