აპარატის მახასიათებლები: მასალა უჟანგავი ფოლადი; სვეტების დიამეტრი 3 ინჩი (76,2მმ); ქვაბის მოცულობა 140 ლიტრი, კედლის სისქე 1,5მმ, ძირის სისქე 3მმ.

აპარატს გააჩნია ოთხი ინსტალაციის და მუშაობის ოთხი რეჟიმი.

პირველი ინსტალაცია (მაღალი გაწმენდის რეჟიმი): სვეტების ინსტალაცია ხდება ერთმანეთზე ვერტიკალური გადაბმით. მიიღება 96% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 5-7კვტ, ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 6,5 კილოვატი. წარმადობა 4-6 ლიტრი პროდუქტი საათში.

მეორე ინსტალაცია: ეს არის სვეტების პარალელური ინსტალაციის რეჟიმი, ამ დროს ორივე სვეტი ერთად პარალელურად მუშაობს. მიიღება 93% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 10-14კვტ. ოპტიმალური მუშაობის რეჟიმი 13 კილოვატი. წარმადობა 8-12 ლიტრი პროდუქტი საათში.

მესამე ინსტალაცია: ამ დროს ირთვება ორივე სვეტი ერთად ერთმანეთის მიმდევრობით, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან სპეციალური მილით. აპარატი მუშაობს ორმაგი დეფლეგმაციის პირობებში და სვეტების ერთმანეთის მიმართ პარალელური განლაგებით. მიიღება 94% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 5-7კვტ. ოპტიმალური სიმძლავრე 7 კილოვატი. წარმადობა 6 ლიტრი პროდუქტი საათში.

მეოთხე ინსტალაცია: ამ დროს ირთვება მხოლოდ ერთი სვეტი. მიიღება 93% სიმაგრის სპირტი ერთჯერადი გამოხდით. სიმძლავრე 5-7კვტ. ოპტიმალური სიმძლავრე 6,5 კილოვატი. წარმადობა 6 ლიტრი პროდუქტი საათში.

აპარატის დაშლა საკმაოდ მარტივია და ერთი ინსტალაციიდან მეორეზე გადართვა 10-15 წუთშია შესაძლებელი. მარტივია მოსავლელად. გასარეცხად შესაძლებელია როგორც აპარატის ისე სვეტების და თავად გრიგალური ფირფიტების დაშლა. აწყობა ხდება იგივე თანმიმდევრობით, როგორი თანმიმდევრობითაც ხდება დაშლა.

20000.00 ლარი
იხილეთ აგრეთვე
© 2018 შპს ნანოსამყარო