12" (304,8 მილიმეტრი) უჟანგავი ფოლადის თავსახური. კომპლექტაციაში შედის: ორი ცალი უჟანგავი ფოლადის რგოლი, ერთი ცალი სილიკონის შუასადები და ერთი ცალი უჟანგავი ფოლადის შემომჭერი (ხამუთი). შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც თავსახური, თუ ერთ რგოლს ბრტყელი დისკოთი დავხურავთ, ხოლო მეორე რგოლს მილზე (ცილინდრზე) შევადუღებთ. ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ, როგორც 300 მმ მილების შემაერთებელი ფიტინგი, თუ ორივე რგოლს შევადუღებთ შესაბამისი დიამეტრის ცილინდრებზე. ორივე რგოლს ერთ მხარეს გააჩნია შესადუღებელი ღარი.